28 September 2022
ბაიდენი ნორდსტრიმ 2-ზე
07 June 2022
როგორ მუშაობს „ფეისბუქის“ ცენზურა?
ბოლო პერიოდში ქართულ ფეისბუქსივრცეში მომრავლდა
გვერდების წაშლის შემთხვევები. თავდასხმის მთავარი ობიექტი „ალტ-ინფო“ და მასთან დაკავშირებული
ანგარიშებია. დაბრკოლებები შეხვდა „საინფორმაციო-ანალიტიკურ გაერთიანებასაც“, რომელზეც
ახლა იმყოფებით. მოსალოდნელია, რომ მომავალში სხვა ანგარიშებმაც იგივე ბედი გაიზიარონ.
ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა მექანიზმით მუშაობს „ფეისბუქის“ ცენზურა.
სოციალური ქსელის მფლობელი კომპანიის, „მეტას“
ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ისინი „ფაქტების შემოწმებისთვის“ თანამშრომლობენ „დამოუკიდებელ,
IFCN-ის მიერ სერთიფიცირებულ“ ორგანიზაციებთან.[1]
მსოფლიოში არსებობს ათეულობით ასეთი ცენზორი, რომლებიც 60-ზე მეტ ენაზე მუშაობენ და
„დეზინფორმაციას ებრძვიან“. მათ რიცხვს საქართველოში მიეკუთვნება „FactCheck.ge“ და „მითების დეტექტორი“[2].
სანამ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადავიდოდეთ,
მოდით, ვნახოთ, რა არის ხსენებული IFCN და ვინ აფინანსებს მას.
International Fact-Checking Network-ი 2015
წელს დაარსდა, ამერიკული ორგანიზაციის, „პოინტერის ინსტიტუტის“ ინიციატივით.[3]
„ფეისბუქის“ ცენზორობის მსურველებს IFCN-ის
მიერ გაცემული სერთიფიკატი აუცილებლად სჭირდებათ. სხვაგვარად კომპანია „მეტა“ მათთან
არ თანამშრომლობს.
„პოინტერის ინსტიტუტს“ წლების განმავლობაში აქტიურად
აფინანსებენ სხვადასხვა ფონდები. მაგალითად, 2017 წელს ამ ორგანიზაციამ ჯორჯ სოროსის
„ღია საზოგადოების ფონდიდან“ $300.000-იანი გრანტი მიიღო.[4]
დაფინანსების მიზნებს შორის ინსტიტუტის მიერ ფაქტების გადამოწმების ტექნოლოგიის განვითარება იყო.[5] „პოინტერის ინსტიტუტის“ მხარდამჭერებს შორის
გვხვდება ამერიკელი ლიბერტარიანელი მილიარდერების, დეივიდ და ჩარლზ კოხების მიერ დაარსებული
Koch Foundations.[6] ეს „პოინტერის ინსტიტუტის“ დაფინანსების მხოლოდ
რამდენიმე მაგალითია.
ამდენად, „მეტა“, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს
კომპანიებს შორისაა, „ფაქტების გადამოწმებისას“ ეყრდნობა ისეთ ორგანიზაციას, რომელიც
ძალაუფლების იმავე წყაროდან ფინანსდება.
საქართველოში რომ დავბრუნდეთ, FactCheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“
პროექტია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო აშშ-ს ბიუჯეტია,
USAID-ისა და NED-ის გავლით.[7]
ეს უკანასკნელი ისტორიულად - და დღესაც - აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს (CIA) ქვედანაყოფის ფუნქციას ასრულებს[8], მიუხედავად ფორმალური დამოუკიდებლობისა.
რაც შეეხება „მითების დეტექტორს“, ის „მედიის
განვითარების ფონდის“ (MDF) პროექტია, რომელიც, ასევე,
დასავლეთიდან ფინანსდება. ამდენად, მსგავსად FactCheck.ge-სა, ეს ორგანიზაციაც საქართველოში უცხო ქვეყნების
პირდაპირ ინტერესებს ატარებს. MDF-ის ხელმძღვანელი
თამარ კინწურაშვილია, რომელიც 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებისას „თავისუფლების
ინსტიტუტში“ მუშაობდა. მოგვიანებით, 2005-2009 წლებში მას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“
გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2010 წელს ეროვნული უშიშროების საბჭოს
მდივნის მოადგილე გახდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მსგავსად ეკა გიგაურისა და
ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისა, კინწურაშვილი არასამთავრობო სექტორში
გადაბარგდა და 2013 წლიდან MDF-ის აღმასრულებელი
დირექტორია.[9]
ამდენად, ქართულ ფეისბუქსივრცეში ძალაუფლება
ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელ პროდასავლურ ძალებს აქვთ. ეს ძალაუფლება ცენზორებმა
შერჩევითად შეიძლება გამოიყენონ; მაგალითად, გამოავლინონ ერთი ტიპის დეზინფორმაცია,
მაგრამ თვალები დახუჭონ მეორეზე, საკუთარი იდეოლოგიური გემოვნებით. მიუხედავად „მეტას“
მიერ შემუშავებული ზოგადი წესებისა, რიგ შემთხვევებში კომპანია, მოსაზრებისა და ფაქტების
გამიჯვნისას, ცენზორების განსჯის უნარს ენდობა. გარდა ამისა, ცენზორებთან დავა „ფეისბუქის“
რიგითი მომხმარებლისთვის უკიდურესად რთულია. მაგალითად, „მეტას“ წესებით, დეზინფორმაციად
მონიშნული პოსტის ავტორმა საკითხი ისევ ცენზორთან უნდა გაასაჩივროს.[10]
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ „ფეისბუქის“
ცენზურა გლობალური მოვლენაა. უკრაინის ომის მიმდინარეობისას საბოლოოდ დაიმსხვრა მითი,
რომელიც გვარწმუნებდა, რომ სოციალური ქსელები ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას
უზრუნველყოფდნენ. როგორც აღმოჩნდა, კაპიტალისტები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის
არ კმაყოფილდებიან იმით, რომ „ფეისბუქზე“, საშუალოდ, ყოველი მეხუთე პოსტი დასპონსორებულია
(ანუ, გამოხატავს იმათ პოზიციას, ვისაც მეტი ფული აქვს). მათ დაქირავებული ჰყავთ ცენზორების
არმია, რომელსაც საკუთარი ინტერესების დასაცავად იყენებენ.
დასავლეთის ჰეგემონიის დასასრულებლად, ადრე თუ
გვიან, აუცილებელი იქნება სოციალური ქსელების რეგულირება, ან ალტერნატიული გზების ძიება.
[4] https://www.prnewswire.com/news-releases/13-million-in-grants-from-omidyar-network-open-society-foundations-will-expand-poynters-international-fact-checking-network-300481553.html
[5] იქვე.
[6] https://www.poynter.org/educators-students/2018/poynter-koch-foundation-expand-impact-in-year-two-of-program-for-college-journalists/
28 May 2022
ბოლივიის მაგალითი
ბრიტანული Economist Intelligence Unit-ის ანალიზის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომისგან გამოწვეული გლობალური კრიზისისას, ბოლივია ყველაზე დაცული და მდგრადი ქვეყანაა რეგიონში. ანალიზში აღნიშნულია, რომ ამჟამად ბოლივიაში დაბალი ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და პოლიტიკური სტაბილურობაა. მნიშვნელოვანია ჩაღრმავება, თუ რამ განაპირობა ბოლივიაში, ლათინოამერიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, ამჟამინდელი დადებითი პოლიტეკონომიური მდგომარეობა. ამჟამად ასეთი ვითარება ბევრი მდიდარი, განვითარებული ქვეყნისთვისაც შესაშურია.
22 May 2022
”ესაა რეალური სამყარო”... ამერიკელი დიპლომატი აღიარებს, რომ უკრაინას ატყუებდნენ
ვოლტი: ”2021 წელს ჩვენ გამუდმებით ვიმეორებდით, რომ უკრაინა ნატოს შეუერთდებოდა.”
მაკფოლი: ”შეიძლება, შეიძლება”...
ვოლტი: ”ესეიგი, ეს რას ნიშნავს, რომ დიპლომატები იტყუებიან?”
მაკფოლი: ”დიახ!, დიახ!, ესაა რეალური სამყარო! კარგით რა!”
ვოლტი: ”ერთი წამით, ესეიგი, დიპლომატები სულ იტყუებიან და რუსებმა მაინც უნდა დაუჯერონ, როდესაც უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ?”
გაზის ექსპორტის მიმართულება, მოცულობა და ანგარიშსწორების პირობები
21 May 2022
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგ იტალიის პროფკავშირებმა 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს
![]() |
გაფიცული მშრომელები სლოგანით ”შეაჩერეთ ომი!” |
20 May 2022
რუსმა ”პრანკერებმა” ჯორჯ ბუშს ზელენსკის მაგიერ დაურეკეს
ისტორიის და შესაბამისად, აწმყოს გაყალბება
19 May 2022
ხელოვნურად შექმნილი შიმშილის კრიზისი
ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა დასავლეთიდან მოწოდებები მოსალოდნელი გლობალური შიმშილის შესახებ. ყველა დასავლური ლიდერი თუ ორგანიზაცია, მაგალითად, გაერო, მოსალოდნელ შიმშილს პირდაპირ რუსეთის ქმედებებთან აკავშირებს (იხ. ბმული).
08 May 2022
ომი, რომელიც ჩვენიც იყო
22 April 2022
ქართველი ლიბერალები და რუსი ”ტურისტ-მიგრანტები”
![]() |
რუსი ტურისტი 2019 წელს პარლამენტთან გამართულ აქციაზე |
17 April 2022
აშშ საქართველოში მორიგ გადატრიალებას გეგმავს
2022 წლის 23 მარტს ვაკანსიების ვებგვერდზე, Jobs.ge-ზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელმაც, გადაჭარბების
გარეშე, საქართველოს ბედი შეიძლება შეცვალოს.
მოდით, ამ ამბავს ცოტა შორიდან მოვუაროთ, მაგრამ
დასაწყისშივე მკაფიოდ ვთქვათ შემდეგი: „ტრენინგი ახალბედა და გამოცდილი სამოქალაქო
აქტივისტებისთვის“ უნდა აღვიქვათ, როგორც „მიშას თაობის“ გადამზადება, რათა მათ, ნაციონალურ
მოძრაობასთან ტანდემში, მორიგი ფერადი რევოლუცია მოაწყონ.